ოტია იოსელიანის დაკრძალვის ადგილი ცნობილი დღეს გახდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართველი მწერალი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალოს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ოჯახი და მწერალთა კავშირი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გუშინ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.