დღეს, 15 ივლისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქვესადგურ "გლდანი-220"-ში სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გლდანის V და VII მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.