კომპანია "თელასი" განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღჭურვის პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე" ახორციელებს.
დღეს, 15 ივლისს, 12:00 საათზე, კომპანია "თელასის" ორგანიზებით პროექტში მონაწილე მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება. ღონისძიება გაიმართება საგამოფენო დარბაზ "ტიფლის ავენიუში" (ერეკლე მეორის ქ. #8/10).
გამოფენას კომპანია "თელასის" გენერალური დირექტორი იური პიმონოვი და საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" ხელმძღვანელი, სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე დაესწრებიან.