აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით 15 ივლისს, 10:30 საათზე პროექტის - ,, სამშვიდობო ბანაკი "ვაშენოთ სოფელი'' ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 37 მოსწავლე ქობულეთში გაემგზავრება. მოსწავლეებს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ავლაბრის მოედნიდან პირადად გააცილებს.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად ახორცილებს პროექტს ,,სამშვიდობო ბანაკი'', რომელიც ემსახურება ახალგაზრდებში სამშვიდობო ხედვებისა და ინიციატივების განვითარებას.
აღნიშნული პროგრამა საქართველოში პოლონეთის მალოპოლსკას საგანმანათლებლო საზოგადებასთან თანამშრომლობით პირველად ხორციელდება.
მოსწავლეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს პროექტის პარტნიორი თიბისი ბანკი;
მასალის გამოყენების პირობები