ოთხი თვის ბავშვის ცხედარი მშობლებმა საწოლში გამთენიისას ნახეს. მეზობლებისა და ნათესავების თქმით, ბიჭი სრულიად ჯანმრთელი იყო და მისი გარდაცვალება, სავარაუდოდ, მშობლების უყურადღებობის გამო მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილმა ძილში აღებინა და გაიგუდა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. მანამდე ოჯახი ჟურნალისტებთან საუბარს ერიდება.
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ჩვილის ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ბაგებში საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს.