ზოოპარკის თანამშრომელმა 27 წლის გორილას საჭმლით სავსე თეფში მიაწოდა, რომელზედაც ვიდეოკამერა იყო დამაგრებული. ზოოპარკის თანამშრომელს აინტერესებდა, თუ რას უზამდა გორილა კამერას.
გორილამ მოწყობილობა გულდასმით დაათვალიერა, საკვები შეჭამა და ვიდეოკამერით რეამდენიმე კადრიც გადაიღო. ამის შემდეგ ზოოპარკის თანამშრომელმა გორილას სთხოვა, უკან დაებრუნებინა ვიდეოკამერა.
გორილას მიერ გადაღებული ფილმს, მართალია, ოსკარზე არავინ წარადგენს, თუმცა ინტერნეტსივრცეში საკმაოდ პოპულარულობით სარგებლობს.