ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით ხელმოწერები ალია ჰოლნდინგში შაბათ-კვირას, 15 და 16 ივლისს გაგრძელდება.როგორც ჰოლდინგის ერთ-ერთმა რედატქორმა დიმიტრი ტიკარაძემ განაცხადა, ნებისმიერ ადამიანს - იქნება ის მედიის წარმომადგენელი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე - შეუძლია მივიდეს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ხელმოწერით.
"ვინც ხელს მოაწერს ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლებას, ის თავდებში უდგება ფოტოგრაფებს და თუ მოხდება მათი გამოშვება, ითანამშრომლებენ სამართალდამცავებთან და არ დაიმალებიან", - განაცხადა მან.
რეზიდრენციასთან გამართულ აქციაზე ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლებაზე რამდენიმე ასეული ხელმოწერა უკვე შეგროვდა. მათ შორისაა როგორც მედიის ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეების ხელმოწერებიც.
ამ დროისთვის აქცია პრეზიდენტის სასახლესთან დასრულებულია.