აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით 15 ივლისს , 14:00 საათზე, კინოთეატრ ,,რუსთაველში ‘' აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და აფხაზი ბავშვებისთვის ფილმის, ,,გაღმა ნაპირის" ჩვენება მოეწყობა.
საქველმოქმედო აქციაში 100- მდე დევნილი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. დევნილი ბავშვებისათვის უფასო კინოჩვენება კინოთეატრ ,,რუსთაველისა'' და ფილმის რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის მხარდაჭერით ჩატარდება.