ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით საქართველოს მედიის ფართომასშტაბიანი მონიტორინგი დაიწყო, რომლის დეტალებიც ხვალ გახდება ცნობილი. ცენტრალური და რეგიონული პრესისა და მაუწყებლობის მონიტორინგს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს.
მედიის მონიტორინგი სოციალური და ეკონომიკური საკითხების მთელ რიგს მოიცავს. მონიტორინგის შედეგები ოქტომბერში იქნება ცნობილი.
ხვალ, 15 ივლისს, 15:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება შეხვედრა, რომლის მსვლელობაშიც არასამთავრობო ორგანიზაციები მონიტორინგის თემებსა და მეთოდოლოგიას წარადგენენ.
შეხვედრას საქართველოს მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები