მცხეთა-ძეგვი-კასპის საავტომობილო გზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.
განწმენდით სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტის სპეციალური ბრიგადები მთელი დღე-ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. მოძრაობ გუშინ საღამოს, დაახლოებით 18:00 საათისთვის განახლდა.
გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილების შეფერხება ერთსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. დიდი ნალექის შედეგად გზაზე ღვარცოფი ჩამოწვა.
ქვა-ღორღის ქვეშ სამი ავტომობილი მოექცა.
მგზავრები სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა უვნებლად გამოიყვანეს.