14 ივლისს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქვესადგურ "ფონიჭალაში" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ზემო და ქვემო ფონიჭალის და გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის გამზირის (ნაწილობრივ), მარნეულის, სადგურის, ჟორდანიას, კრწანისის, სურგულაძის, ღოღობერიძის, თელეთის და ჭალადიდის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.