საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება #100-ის (ლტოლვილთა 2011 წლის სავალდებულო რეგისტრაციის ჩატარების შესახებ) თანახმად, "ლტოლვილთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 25 ივლისიდან იწყება საქართველოში რეგისტრირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ლტოლვილთა ყოველწლიური სავალდებულო რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ჩატარების ვადები და ადგილებია: ა) 25 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისში მდებარე სამინისტროს დროებითი წარმომადგენლობის შენობა; ბ) აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვის, ქ. თბილისი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობა. მის: თამარაშვილის ქ. #15ა); გ) ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ გაივლიან რეგისტრაციას ზემოაღნიშნულ ვადებში, უნდა გამოცხადდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობაში (მის: თამარაშვილის ქ. #15ა).