მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობოებსა და მედიას მოუწოდებს, დაკავებული ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით იაქტიურონ.
როგორც ქორიძემ განაცხადა, ახლა მთავარია, ჟურნალისტების პროტესტი არ შეწყდეს და მასში სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი აქტიურად ჩაებას.
გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი ლაშა ტუღუში ასევე აცხადებს, რომ "ის მცირე დათმობა, რომელიც ეხება სასამართლოს გახსნას, სწორედ ამ აქტიურობითაა მიღწეული, ამიტომ ჩვენი პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.