დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" აბდალაძის ადვოკჯატმა ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, შიმშილობის შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი აბდალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება გახდა, რის შემდეგადაც მას გადასხმები დაჭირდა.
„აბდალაძემ შიმშილობა გუშინ ღამით შეწყვიტა. შიმშილობის შეწყვეტის მეორე მიზეზიც არსებობს, რომელსაც მისი თხოვნით ამ ეტაპზე ვერ გავახმაურებ. თუმცა შემიძლია ერთი რამე ვთქვა, რომ მისი თქმით, მას ეს გადაწყვეტილება საკუთარი თავის გამო არ მიუღია", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ბესელიამ აბდალაძესთან შეხვედრის შემდეგ.
ბესელია მისი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი აბდალაძეს გლდანის #8 საპყრობილეში რამდენიმე წუთის წინ შეხვდა.