პარლამენტმა ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრს რატი მაისურაძეს საკანონმდებლო ინიციატივის ფორმა დაუწუნა.
მაისურაძის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავარობას ევალება არაუგვიანეს 2012 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყოს ადამინისტრაციული პატიმრობა შეფარდებულ პირთა ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების ადგილების აშენება თბილისში, რუსთავში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში და ზუგდიდში. წარმოდგენილი კანონპროექტის ძალაში შესვლიდან 2013 წლის 1 იანვრამდე უნდა შეჩერდეს ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულება.
რეგლამენტის თანახმად, კი კანონპროექტს თან უნდა ახლდეს ფინანსური ვალდებულების ნაწილიც, რაც მაისურაძის მიერ მომზადებულ ინიციატივას არ ჰქონდა დართული.
შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დეპუტატს ურჩია ზაფხულის პერიოდში აღნიშული საკითხი შეისწავლოს და პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე კანონპროექტი სრულყოფილი სახით წარუდგინოს.