რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თავის შვეიცარიელ კოლეგასთან მიშლინ კალმი-რესთან საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობისა და რუსეთში საქართველს წარმომადგენლობების საკითხს განიხილავს.
ასევე საუბრის თემა იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და საერთაშორისო თემატიკა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკების შედეგად ხელი მოეწერება შეთანხმებას თანამშროლობის შესახებ ეკონომიკის მოდერნიზაციის სფეროში.