დადასტურებული მონაცემებით, მდინარე ვოლგაში ჩაძირულ თბომავალ "ბულგარიაზე" დაღუპულ ადამიანთა რაოდენობამ 100 ადამიანს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ავრცელებს.
"გარდაცვლილთაგან 19 მამაკაცია, 63 ქალი და 18 ბავშვი", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის არსებული მონაცემებით 90 დაღუპული ადამიანი ნათესავების მიერ უკვე ამოცნობილია.
გემის ბორტზე სხვა და სხვადასხვა ამონაცემებით 192 დან 209 მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ხოლოდ 79 გადარჩა.