თურქმენეთში მოქმედი უფლებების დამცავი ინტერნეტგამოცემა "ხრონიკა ტურკმენისტანა" იუწყება, რომ საბრძოლო მასალის საწყობების აფეთქების შედეგად ქალაქ აბადანში 1382 კაცია დაღუპული. "სანდო წყაროებიდან" მიღებული ინფორმაციით, ინტერნეტგამოცემა იუწყება, რომ დაღუპულთა მესამედი ბავშვები არიან.
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ აბადანში მდებარე სამხედრო საწყობებს ცეცხლი 7 ივლისს გაუჩნდა. ალმოკიდებული დაწყობებში კი საბრძოლო მასალა 8 ივლისის დილამდე ფეთქდებოდა.
ხელისუფლება თავდაპირველად უარყოფდა საბრძოლო მასალის საწყობების აფეთქებას და აცხადებდა, რომ ფეიერვერკების საწყობს წაეკიდა ცეცხლი, რის შედეგადაც 15 ადამიანი გარდაიცვალა.
"ხრონიკა ტურკმენისტანას" ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად სრულიად განადგურებულია 127 სოფელი. რაკეტები ქალაქის საავადმყოფოს და სამშობიარო სახლხი მოხვდა. მათ შორის ამ უკანასკნელს ორჯერ. გარდაიცვალა სულ მცირე 30 ადამიანი. ამას გარდა ჭურვი მოხვდა 30 ბავშვისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებიც მასწავლებელთან მიდიოდნენ. მათგან არავინ გადარჩენილა.
თურქმენეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცის მინისტრის მოადგილე და წოდება დაუქვეითა თავდაცვის მინისტრს.