საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლაშა თორდიას განმარტებით, რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით დაზუსტებული განმარტებითი ბარათი პოლიტიკური აქტია.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, განმარტებით ბარათში ასახულია იგივე პოზიცია, რაზედაც კანონპროექტის განხილვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საუბრობდნენ.
"ამ პროცედურით ვადასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ ეს ცვლილებები არანაირ სხვა ვალდებულებებს რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში არ ითვალისწინებს, ასევე არ ითვალისწინებს მათ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გათანაბრებას. ბარათში ხაზგასმულია განსაკუთრებული დამოკიდებულება სახელმწიფოსი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და არავითარი ცვლილებები საკონსტიტუციო შეთანხმებაში არ იგეგმება", - აცხადებს თორდია.
დეპუტატის თქმით, კანონის დამტკიცების შემდეგ, გამარტებით ბარათში დაზუსტებების შეტანა რეგლამენტითაც არის გათვალისწინებული, თუმცა დღეს დამტკიცებული განმარტებითი ბარათი პოლიტიკური აქტია.
"ვაზუსტებთ, რომ კანონთან დაკავშირებული დავების დროს გამოიყენება განმარტებითი ბარათი და ამიტომ აქვს იურიდიული ძალა", - დაძინა თორდიამ.
აღსანიშნავია, დღემდე პარლამენტს კანონის მიღების შემდეგ მის განმარტებით ბარათში დაზუსტება არ შეუტანია და ეს ქართული საკანონმდებლო ორგანოში პირველი შემთხვევაა.