საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "AH-24"-ის კატასტროფისა და "ბულგარიას" ჩაძირვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციაში 2011 წლის 10 ივლისს სამგზავრო ხომალდ "ბულგარიას" ჩაძირვისა და 2011 წლის 11 ივლისს თვითმფრინავ ან-24 ავარიული დაშვებისას ადამიანთა, მათ შორის ბავშვების, მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
თბომავალი "ბულგარია" 10 ივლისს ნაპირიდან სამი კილომეტრის დაშორებით ჩაიძირა. სულ გემზე 209 ადამიანი იმყოფებოდა. 79 ადამიანი გადარჩა. მდინარიდან 71 ადამიანის ცხედარია ამოტანილი, დანარჩენის ბედი ჯერ ჯერობით უცნობია. სამგზავრო თვითმფრინავის "AH-24"-ის ექსტრემალური დაჯდომისას 11 ივლისს ტომსკის ოლქში რვა მგზავრი დაიღუპა.