"სანამ ხელისუფლებაში ეს პოლიტიკური ძალა იქნება, ქართულ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმება არ გადაიხედება", - ამის შესახებ რელიგიურ ორგანიზაციებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე მოწვეულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"საქართველოში არსებობს ძირითადი ფუნდამენტური ღირებულება და ეს არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც უჭირავს განსაკუთრებული ადგილი ქართულ სახელმწიფოში. ასე იქნება მანამდე, სანამ ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში იქნება და არანაირი ფორმით არ მოხდება ამ კონსტიტუციური შეთანხმების გადახედვა", - აღნიშნა ბაქრაძემ.
რაც შეეხება ქონებრივ საკითხებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "სამოქალაქო კოდექსში" შეული ცვლილებები არ შეიცავს ქონების ვალდებულებას და ქონების საკითხის ავტომატურად მიბმა დაუშვებელია.
"შეთანხმება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ეს არის აბსოლუტურად ცალკე შეთანხმება. საკონსტიტუციო შეთანხმებით, საეკლესიო ქონების განკარგვა გადაცემული აქვს ქართული მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეს არის თემა, სადაც ეკლესიას პოზიცია იქნება განმსაზღვრელი", - აცხადებს ბაქრაძე.
ბაქრაძის განმარტებით, მიღებული კანონის მიხედვით სხვა რელიგიებს უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირად, როგორი სტატუსითაც საქართველოში 6 ათასამდე ორგანიზაცია სარგებლობს.