სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მიტევების აუცილებლობაზე ესაუბრა. როგორც პატრიარქმა პეტრე-პავლობის დღესასწაულთან მიძღვნილი წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა, ბედნიერია ის ადამიანი რომელიც სხვას მიუტევებს.
„ღმერთმა ჩვენ სიყვარულის ძალით დაგვაჯილდოვა და ეს მადლი არ უნდა დავკარგოთ, უნდა შევუნდოთ ერთმანეთს. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მიუტევებს სხვას. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მადლი ღვთისა უხვად მოვიდეს ჩვენზე. მიენიჭოს საქართველოს მადლი სულისა წმინდისა. ", - ბრძანა ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
პატრიარქმა ასევე წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს ცხოვრების შესახებ ვრცლად ისაუბრა.