საგარეო საქმეთა მინისტრ ალან ჟუპეს განცხადებით, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი წასასვლელად მზადაა. როგორც მან განაცხადა, მას ამის შესახებ კადაფისთან დაახლოებულმა პირებმა განუცხადეს.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაციები, რომლის თანახმადაც მუამარ კადაფი წასასვლელად მზადაა", - განაცხადა ჟუპემ.
მისი თქმით, კადაფი აუცილებლად დატოვებს თანამდებობას, თუმცა უცნობია როდის და როგორ.