საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამ მდინარე ვოლგაში ჩაძირულ თბომავალზე მყოფი დაღუპული ადამიანების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, - ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბირფინგზე განაცხადა.
"მინდა პრეზიდენტის სახელით მწუხარება გამოვთქვა მდინარე ვოლგაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც 59 ადამიანი დაიღუპა ხოლო ათობით დაკარგულად ითვლება. ამას კიდევ ამძიმებს ის გარემოებაც, რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. პრეზიდენტის სახელით გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებთ", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტი ასევე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს კვირას 10 ივლისს ავტოავარიის შედეგად დაღუპული ებრაელი ტურისტის გარდაცაველბის ფაქტზე.