მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ 64 წლის ალექსანდრე გეგეჭკორს, რომელიც გვიან ღამით ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში ადიდებულმა მდინარე ჩხოუშიამ გაიტაცა.
როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, ის პირუტყვის მოსაძებნად იყო წასული და წყალმა ამ დროს წაიღო.
სამძებრო სამუშაოებს წყალში ცუდი ხილვადობა უშლის ხელს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში მდინარე ასე არ ადიდებულა.