აზერბაიჯანში, ყარაჯალა-მერლის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ნაქალაქარს მიაგნეს, რომელიც სავარაუდოდ ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნით თარიღდება.
სპეციალისტების განცხადებით, ნაქალაქარი თავისი დაგეგმარებით და იქ ნაპოვნი ნივთებით, წნორში, ალაზნის პირზე მიგნებული გუმბათის სასახლის იდენტურია.
აღმოჩენილ ნაქალაქარს არქეოლოგები კაპტილაური ნაგებობების პირველ ნიმუშად მოიხსენიებენ და ამ ორ ტერიტორიაზე მობინადრეების ერთიან კულტურაზე საუბრობენ.
ნაქალაქარის მთლიანი ტერიტორია დაახლოებით 20 ჰექტარია.
ქართველი, აზერნაიჯანელი და გერმანელი არქეოლოგებისგან შემდგარი ექსპედიაცია ამ ტერიტორიაზე 2006 წლიდან მუშაობს. აქ უკვე 5 სახლის ნანგრავია ნაპოვნი.