"არნოლდ შვარცნეგერის მეუღლემ, მარია შრაივერმა, შეიტანა სარჩელი განქორწინებაზე. შესაბამისი დოკუმენტები 1-ელ ივლისს ლოს-ანჯელესის უმაღლეს სასამართლოში მარია შრაივერის სახელით გაიგზავნა", - იუწყება Associated Press-ი.
განქრწინების შუამდგომლობაში მიზეზად "შეურიგებელი წინააღმდეგობები"Uდასახელდა. საიტი TMZ.Com, რომელიც სპეციალიზებულია ინფორმაციებით ცნობილ პირთა ცხოვრებიდან, იუწყება რომ განქორწინების განცხადებაში შრაივერი ყოფილი მეუღლისაგან ბავშვების აღზრდაში თანაბარ უფლებებს ითხოვს. აყენებს თუ არა შრაივერი სხვა, რაიმე სახის ფინანსურ მოთხოვნებს, არ ზუსტდება.
არნოლდ შვარცნეგერი აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის დისშვილზე, მარია შრაივერზე, 1986 წელს დაქორწინდა. მათ ოთხი შვილი შეეძინათ (ამჟამად უფროსი 21 წლისაა, უმცროსი 14 წლის). 2011 წლის მაისში, მალე მას შემდეგ, რაც შვარცნეგერმა კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა (რომელსაც2003 წლიდან იკავებდა), წვილმა გაშორების შესახებ განაცხადა. მათ არ დააკონკრეტეს ამ გადაწყვეტილების მიზეზი და არც იმაზე საუბარი სურდათ, აპირებდნენ თუ არა ოფიციალურად განქორწინებას.
მალევე ერთ-ერთი ამერიკული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში შვარცნეგერმა აღიარა, რომ ჰყავს უკანონო შვილი დამლაგებლისგან, რომელიც მსახიობისა და პოლიტიკოსის სახლში 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. ბავშვი დაახლოებით 10 წლისაა.