სცენარისტი დიაბლო კოდი თავს რეჟისორის ამპლუაში ცდის. კოდი ცნობილია ფილმებით "ჯუნო" და "ჯენიფერის სხეული". ამჯერად იგი საკუთარი სცენარით შექმილი ფილმის რეჟისორი გახდება, - იუწყება Collider-ი.
კომედიაში "ღვთის კრავი" მოქმედება კონსერვატი ქრისტიანის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ავიაკატასტროფის შემდეგ უფლის რწმენას კარგავს და ლას ვეგასში მიდის, რათა გახრწნილი და გარყვნილი ცხოვრების წესს მიჰყვეს, მაგრამ მალევე უბრუნდება რწმენა.
ახალი ფილმის პროდიუსერი მეისონ ნოვიკია, რომელიც ფილმ "ზაფხულის 500 დღეზე" მუშაობდა. ფილმის წარმოებით კომპანია Mandate Pictures-ია დაკავებული. აღსანიშნავია, რომ იმავე კომპანია ნოვიკთან და კოდთან ერთად მუშაობდა "ჯუნოზე".
როგორც სცენარისტისთვის, ახალი ფილმი კოდის კარიერაში მეოთხე იქნება.