ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიტ კარზაის ნახევარძმაზე თავდასხმა განხორციელდა.
როგორც დასავლური მედიასაშუალებები იუწყებიან, აჰმად ვალი კარზაი მოკლულია.
მასზე თავდასხმა მის საცხოვრებელ სახლში განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას საკუთარმა დაცვის წევრმა ესროლა.
აჰმად კარზაი ავღანეთის პრეზიდენტის ნახევარძმებს შორის ყველაზე უმცროსია. ის ყანდაღარის პროვინციული საბჭოს ხელმძღვანელი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მასზე თავდასხმა 2009 წელსაც განხორციელდა.