კვიპროსის საზღვაო ფლოტის მეთაური ანდრეას ლოანიდისი შავი დენთის კონტეინერის აფეთქებას ემსხვერპლა. კონტეინერი ფლოტის უმთავრეს ბაზაზე აფეთქდა.
მეთაურთან ერთად დაიღუპა 12 ჯარისკაცი, მათ შორის „ევანგელოს ფლორაკისის" ბაზის მეთაური ლამბროს ლამბრუ.
აფეთქებას კონტეინერთან ახლოს ცეცხლის გაჩენას უკავშირებენ. როგორც კვიპროსის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, სამხედრო ბაზებზე უსაფრთხოების ნორმები გაძლიერდება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია ეს უბედური შემთხვევა იყო თუ ტერაქტი.