მაშველებმა ვოლგაში ჩაძირული თბომავალ "ბულგარიადან" 63 დაღუპულის ცხედარი ამოიყვნეს, ინფორმაციას ამის შესახებ სამაშველო ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
"09:20 საათისთვის ჩაძირული გემიდან ამოყვანილია 63 ცხედარი" - იტყობინება ოპერატიული შტაბი.
თათარსტანის სანანგებო სიტუაციათა ბოლო მონაცემებით, გემზე 205 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 60-მდე ბავშვი. 79 ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი გახდა, თუმცა სხვების ძიება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გემის ჩაძირვის მიზეზები.
"ბულგარია" 1955 წელს ჩეხოსლოვაკიაშია აგებული.
რია ნოვისტოს ფოტო