"ალია ჰოლდინგი" ჟურნალისტებს, ფოტორეპორტიორებსა და ოპერატორებს დაკავებული ფოტორეპორტიორებისადმი სილიდარობისკენ მოუწოდებს.
"ალია ჰოლდინგი" კოლეგებს ფოტორეპორტიორების მხარაჭერის დაფიქსირებას სთხოვს და საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ერთად, ყველგან, ყოველთვის და ყველას დასანახად დავაფიქსიროთ დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდაჭერა!!!
ყველა ღონისძიებაზე, პრესკონფერენციასა და ოფიციალურ შეხვედრებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მივიდეთ ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი მაისურებით, რომელზეც ეს, უკვე ყველასთვის ცნობილი, ლოგოა გამოსახული.
მაშინაც კი, როცა დაკავებულების მხარდამჭერი აქცია არ იმართება, დავაფიქსიროთ ჩვენი სოლიდარობა საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციის, საზოგადოებისა თუ უცხოელი სტუმრების წინაშე.
გამოვიჩინოთ ერთიანობა ისე, როგორც არასდროს.
"ალია ჰოლდინგი"