პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე რელიგიების სტატუსთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გაკეთდება. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ განუცხადა, პარლამენტის ბიურო ხვალ, 14:00 საათზე შეიკრიბება.
საუბარია სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, რელიგიურ მიმდინარეობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალება მიეცათ, თუმცა, როგორც როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია განმარტავს, მათზე საჯარო სამართლის შესახებ კანონი არ გავრცელდება.