დღეს, 12 ივლისს, ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების მეექვსე სესიის ფარგლებში, მესამე ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები ფინანსურ-ეკონომიკურ თანამშრომლობის საითხებს განიხილავენ. განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 11 ივლისს, ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების მეექვსე სესია 11 ივლისს გაიხსნა და 12 ივლისს დაიხურება.
ეს არის მორიგი სამუშაო შეხვედრა. პირველ და მეორე ჯგუფებში პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმების, ასევე საგარეო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.