დღეს, 12 ივლისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქვესადგურ "აეროპორტში" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, მოსკოვის გამზირის, იუმაშევის, ჭირნახულის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 13 ივლისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აეროპორტის დასახლების, რკინიგზის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.