დღეს, 12 ივლისს, ქართველ მსახიობსა და პოეტს, ნიკო გომელაურს, დაბადებიდან 41 წელი შეუსრულდებოდა. გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა.
პირველი როლი შეასრულა თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლში "გუშინდელნი". ლექსების პირველი წიგნი 2001 წელს გამოსცა. სულ გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული. მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
გომელაური 2010 წლის 13 აპრილის, 40 წლის ასაკში, ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.