ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე რელიგიების სტატუსთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გაკეთდება.
როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ განუცხადა, პარლამენტის ბიურო ხვალ, 14:00 საათზე შეიკრიბება.
საუბარია სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, რელიგიურ მიმდინარეობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალება მიეცათ, თუმცა, როგორც თორდია განმარტავს, მათზე საჯარო სამართლის შესახებ კანონი არ გავრცელდება.