საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, სომხეთის მიერ მოთხოვნილ ეკლესიებთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად კომისია შეიქმნება, რომლის საქმიანობაში სახელმწიფო არ ჩაერევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.
როგორც უმრავლესობის წევრი განმარტავს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ქონებრივ საკითხებს არ ეხება.
"თუკი ასეთი საკითხი მაინც წამოიჭრება, რადგან სომხეთის მხრიდან არის საუბარი რამდენიმე არამოქმედ ეკლესიაზე საქართველოში, შეიქმნება ერთობლივი კომისიები ეკლესიისა და ისტორიკოსების მონაწილეობით, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და მასში სახელმწიფო არ ჩაერევა", - აღნიშნავს მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ სომხური ეკლესია თბილისში 6 ტაძრის გადაცემას ითხოვს.