ქვესადგურში "აეროპორტი" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 ივლისს 10 საათიდან 16 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, მოსკოვის გამზირის, იუმაშევის, ჭირნახულის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 13 ივლისს 10 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აეროპორტის დასახლების, რკინიგზის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.