საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მეუფე იობმა განუცხადა სინოდის სხდომაზე ისეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც სამომავლოდ ეკლესიასაც და ქვეყანასაც მნიშვნელოვნად გამოადგება.
ამ ეტაპზე სინოდის მიერ მიღებული განჩინება უცნობია.
შეგახსენებთ რომ წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც საპატრიარქოში მიმდინარეობდა, დაახლოებით 4 საათს გრძელდებოდა.