შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პრესსამსახურის უფროსი ამ დროისათვის თბილისში არ იმყოფებიან და შესაბამისად ჟურნალისტებთან მათი შეხვედრა ვერ შედგება.
როგორც შს სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, ისინი თავად დაუკავშირდებიან აქციის ორგანიზატორებს და შეხვედრაზე შეუთანხმდებიან, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორც შეხვედრის თარიღი, ისევე ის, შეხვდება თუ არა მათ მინისტრი ვანო მერაბიშვილი.