"ალია ჰოლდინგი" დაკავებული ფოროგრაფების გია აბდალაძისა და ზურაბ ქურციკიძის განთავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყებს.
ხელმოწერები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, გაეროს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანიზაციებს და საერთაშორისო მედიასაშუალებებს გადაეგზავნებათ.
როგორც ჰოლდინგის წარმომადგენელმა დიმიტრი ტიკარაძემ აღნიშნა, ისინი ვინც აღნიშნულ განცხადებას ხელს მოასწერენ თავის თავზე აიღებენ ვალდებულებას მოითხოვონ ქურციკისა და აბდალაძის განთავისუფლება და მათი განთავისუფლების შემთხვევაში ასევე აიღებენ ვალდებულებას, რომ ისინი ითანამშრომლებენ გამოძიებასთან.
ხელმოწერები შს სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე შეგროვდება, რის შემდეგაც ისინი ზემოთჩამოთვლილ ორგანიზაციებსა და მისიებს გადაეგზავნებათ.