11-12 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების მეექვსე სესია გაიმართება. განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ეს არის მორიგი სამუშაო შეხვედრა და პირველ და მეორე ჯგუფებში მოხდება პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმების ასევე საგარეო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხების გახილვა.
მინისტრის მოადგილის თქმით, 12 ივლისს უკვე მესამე ჯგუფის შეხვედრა გაიმართება სადაც მხარეები ფინანსურ-ეკონომიკურ თანამშრომლობის საითხებს განიხილავენ.
როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, მსგავსი შეხვედრები ევროკავშირთან სისტემატიურად იმართება.