თათარსტანში, სიუკეევოსთან, კამსკო-უსიმსკის რაიონში, ყაზანის ახლოს საკრუიზო გემი ჩაიძირა. გემი მდინარე ვოლგაში რამდენიმე წამში ჩაიძირა.
დაზუსტებული მონაცემებით, მდინარე ვოლგაში ჩაძირულ გემ "ბულგარიაზე" 196 ადამიანი იმყოფებოდა.
ეს განცხადება თათარსტანის პრეზიდენტმა რუსტამ მანნიხანოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, არავინ გარდაცვლილთაგან ჯერ-ჯერობით ამოცნობილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ ცნობები გემზე არსებულ ადამიანთა რაოდენობის შესახებ გამუდმებით იცვლება. სხვა და სხვა მონაცემებით იქ 199 ადამიანი იმყოფებოდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა გემზე 50 -მდე ბავშვი იმყოფებოდა.
ამჟამად მხოლოდ 11 გარდავლილის ცხედარია აღმოჩენილი. უცნობი რჩება დაახლოებით 100 ადამიანის ბედი, მათ შორის ბავშვების.
გადარჩა 50 მგზავრი, ეკიპაჟის 33 წევრიდან გადარჩა 23.
რია ნოვოსტის ფოტო