საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე არც საპატრიაქოს და არც მღვდელმთავრებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.
ოფიციალურად უცნობია ის საკითხებიც რის შესახებაც წმინდა სინოდი იმსჯელებს, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, სინოდი რელიგიური უმცირესობების შესახებ მიღებული კანონის ნორმას განიხილავს.
საუბარი იქნება იმ საფრთხეებზე რაც კანონის მიღებამ , შესაძლოა, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გამოიწვიოს.
პარალელურად საპატრიარქოსთან მრევლი იკრიბება, რომელიც სინოდის გადაწყვეტილებას ელოდება.
ოფიციალური განცხადებები სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, სავარაუდოდ, სხდომის დასრულების შემდგომ გაკეთდება.