დღეს, 11 ივლისს, 13 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით გამართული საპროტესტო აქციის პარარელურად, ხელი მოეწერება ჟურნალისტების მიმართვას ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ელჩების, მსოფლიო მედიის, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისრისა და ადამიანის უფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე.
"ჟურნალისტები მოვითხოვთ ფოტორეპორტიორების საქმეზე "გრიფით საიდუმლოს" მოხსნასა და დაკავებულების გათავისუფლებას", - აცხადებს ალია-ჰოლდინგის რედაქტორი დიმიტრი ტიკარაძე.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები გადაინაცვლებენ ამერიკის საელჩოსთან, სადაც გაიმართება სოლიდარობის 7-წუთიანი აქცია და აშშ-ის ელჩს ჯონ ბასს გადაეცემა ჟურნალისტების მიერ ხელმოწერილი მიმართვა.