დღეს, 11 ივლისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვევიან. ერთობლივ ღონისძიებაზე თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, რეზიდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტს და განახლებულ სტანდარტებს გააცნობენ, ასევე შეხვედრაზე განიხილება სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე აქტივობები, სტუდენტთა სამომავლო დასაქმების შესაძლებლობები.
შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძე დაესწრებიან.