დღეს, 11 ივლისს 09:00 საათზე სასერტიფიკაციო გამოცდებს I-IV კლასების, ქიმიისა და ისტორიის პედაგოგები ჩააბარებენ. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. გამოცდისათვის რეგისტრაციის პროცესი 08:00 საათზე დაიწყება.
პედაგოგებს ტესტზე მუშაობისათვის 5 საათი ექნებათ.
დაწყებითი კლასების, საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგები საგნობრივ ტესტს წელს პირველად ჩააბარებენ.
11 ივლისს 14:00 საათზე დაიწყება აბიტურიენტთა რეგისტრაცია უცხოური ენის გამოცდისათვის. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი საგამოცდო პროცესს აჭარაში დააკვირდება.