დღეს, 11 ივლისს, 13:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით, გაიმართება ჟურნალისტების აქცია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ქარტიის საბჭო ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრთან შეხვედრას და საქმეზე საიდუმლო გრიფის დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს რეპორტიორებს, მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქციაზე მობრძანდნენ ფოტოკამერებით.