ხვალ, 11 ივნისს მრევლი საპატრიარქოსთან შეიკრიბება.
აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა, ანჩისხატის მრეველის მიერ მოწყობილი მსვლელობის დროს.
მრევლი საპატრიარქოსთან, დილის 10:00 საათზე გეგმავს შეკრებას, სადაც, წმინდა სინოდის სხდომაზე, სავარაუდოდ, რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატისი მინიწებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს განიხლავენ.
ამასთნა, 13 ივლისს ასევე დაგეგმილია მრველის შეკრება დედაენის ბაღში, რის შემდეგაც მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ მოეწყობა.
შეგახსენებთ, რომ ქართული მართმადიდლებლური ეკლესიის მრეველი, ღვთისმსახურები, საპატრიარქო პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ "სამოქალაქო კოდექსში" იმ ცვლილბებს აპროტესტებენ, რომელიც რელიგიურ კონფესიებს საჯარო იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ხელი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათში მოაწერა, შესაბამიად ცვლილებები უკვე ძალაშია.